Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალისთვის

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების საყურადღებოდ!

 

დაიწყო სტატიების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის რიგით მეოთხე ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალისთვის.

სტუდენტური ჟურნალი ხელს უწყობს ახალგაზრდებს:

  • გააცნონ საკუთარი თავი საზოგადოებას და გაუზიარონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები ფართო აუდიტორიას.
  • ჩაერთონ აქტივობებში, რომლებიც საჭიროა აკადემიურ, სამეცნიერო, პროფესიულ, სასტიპენდიო და წამახალისებელ პროგრამაში მონაწილეობისთვის.

სამეცნიერო ჟურნალი ასტიმულირებს აკადემიურ სივრცეში სამეცნიერო კომუნიკაციას. სტუდენტურ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება დადებითად აისახება თქვენს კარიერულ განვითარებასა და, რიგ შემთხვევაში, უპირატესობად ჩაითვლება თქვენი რეზიუმეს შეფასებისას.

სტატიები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ 10 აპრილის ჩათვლით, მითითებულ ელ-ფოსტაზე:  psy.edu.journal@gmail.com

შეგახსენებთ, რომ მეოთხე გამოცემისთვის:

სტატიები უნდა შეეხებოდეს შემდეგ მიმართულებებს:

1. ფსიქოლოგია

2. განათლების მეცნიერებები

3. ოკუპაციური თერაპია

  • მიიღება სტატიები, რომლებიც ეფუძნება თქვენს კვლევით ნაშრომებს.
  • გვერდების რაოდენობა: მაქსიმუმ 20 გვერდი.

სამეცნიერო სტატიის დაწერის შესაბამისი სტანდარტები იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-მისამართზე: psy.edu.journal@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!